"ბარსელონას" ქალთა გუნდი "კოპა დე ლა რეინას" გამარვებულია

"ბარსელონას" ქალთა გუნდი "კოპა დე ლა რეინას" გამარვებულია

დღეს, თბილისის დროით დღის ორის ნახევარზე გაიმართა "კოპა დე ლა რეინას" ფინალი, სადაც "ბარსელონას" ქალთა გუნდმა "ატლეტიკოს" 4-1 სძლია.

აღნიშნული მატჩი ბოლო იყო კატალონიელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ხავი ლიორენსისათვის, რომელიც საკუთარმა შეგირდებმა იდეალურად გააცილეს - დაამარცხეს რა საკმაოდ რთული და პრინციპული მეტოქე დიდი ანგარიშით.

მატჩი თავიდანვე "ბლაუგრანას" უპირატესობით დაიწყო. საბოლოოდ, ეს უპირატესობა შეხვედრის 41-ე წუთზე ჯენიფერ ჰერმოსომ გოლად აქცია.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 48-ე წუთზე, ალექსია პუტელას ძალიან კარგი თამაში ისევ ჯენიფერ ჰერმოსომ დააგვირგვინა და დუბლი გაიფორმა.

9 წუთში, 57-ე წუთზე სონია ბერმუდესმა სხვაობა შეამცირა, თუმცა 2 ბურთიანი უპირატესობა მალევე აღდგა 70-ე წუთზე პუტელას გოლის წყალობით. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის 83-ე წუთზე აიტანა ბონმატიმ დააფიქსირა - 4-1.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    basota
    სტუმარი [?]
    #7 20 ივნისი 2017 21:32
    0
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #6 20 ივნისი 2017 14:32
    0
    ციტატა: გოგიტა
    იმაზე რატომ არ დებთ რომ ბარსას კარში 11 მეტრიანი არ დანიშნულა ლა ლიგაში? თუ არ ვცდები :)

    არ ცდები მართლა არ დანიშნულა
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #5 19 ივნისი 2017 13:01
    0
    იმაზე რატომ არ დებთ რომ ბარსას კარში 11 მეტრიანი არ დანიშნულა ლა ლიგაში? თუ არ ვცდები :)
    მზექალა
    სტუმარი [?]
    #4 18 ივნისი 2017 23:23
    0
    ეს ჩემისა მარჯვენა მცველი დავითრიოთ რა,რობერტო წინ ძაან მხეცია და მარჯვენა მცველი რო არ ვიყიდოტ ისევ უკნ ხოარ იდგება
    phil jones
    სტუმარი [?]
    #3 18 ივნისი 2017 23:19
    0
    ნეტა ამათი მწვრთნელი ვიყო
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #2 18 ივნისი 2017 23:10
    0
    საღოლ ქალებს!
    phil jones
    სტუმარი [?]
    #1 18 ივნისი 2017 22:53
    0
    ნეტა ამათ გასახდელში შემიყვანა