დეულოფეუს აგენტი: "ყველაფერს "ბარსა" და "ევერტონი" გადაწყვეტენ"
ჟერარ დეულოფეუს აგენტი ხინეს კარვახალი მისი კლიენტის მომავალზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერს "ბარსელონა" და "ევერტონი" გადაწყვეტენ.
ესპანელი შემტევი "ევერტონის" საკუთრებაა, მაგრამ "ბარსელონას", რომლის აღზრდილიცაა დეულოფეუ, მისი 12 მილიონ ევროდ უკან დაბრუნების უფლება აქვს. კატალონიელები ამ უფლებას 30 ივნისის ჩათვლით ინარჩუნებენ.
"ვერაფერს გეტყვით. გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არაა. ამ საქმეში მხარეები "ევერტონი" და "ბარსელონა" არიან. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ფეხბურთელის მომავალი. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დავიცადოთ." - განაცხადა კარავხალმა TMW-სთან საუბრისას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]