აგენტი: "დეულოფეუს მომავალი "ბარსელონაზეა" დამოკიდებული"
"ბარსელონას" ყოფილი და "ევერტონის" საკუთრებაში მყოფი, ამჟამად "მილანში" არენდით მოთამაშე შემტევი ნახევარმცველის, ხერარდ დეულოფეუს აგენტი ხინეს კარვახალი აცხადებს, რომ მისი კლიენტის მომავალი "ბარსელონაზეა" დამოკიდებული.
"ბარსელონადან", ჯერჯერობით, ჩემთან კონტაქტი არავის ჰქონია, მაგრამ, რა თქმა უნდა, დეულოფეუს მომავალი სწორედ კატალონიურ კლუბზეა დამოკიდებული. კატალონიელებს გამოსყიდვის შესაბამისი ოფცია აქვთ. დეულოფეუს მეუღლე ახლა ესპანეთში ცხოვრობს, რადგან წყვილი ბავშვს ელოდება. ვფიქრობ, მათი ქალიშვილი ბარსელონაში დაიბადება.
ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნება? არ ვარ დარწმუნებული, რა იქნება უახლოეს წლებში. საერთოდ, ახლა "ბარსელონამ" პრიმერაზე უნდა იფიქროს. გუნდი უნდა დარწმუნდეს თავის თავში და პსჟ-ს ბარიერი დაძლიოს", - აცხადებს დეულოფეუს აგენტი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]