"ბარსელონა" საულს კარგავს
მადრიდის "ატლეტიკოსა" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი, საულ ნიგესი ამჟამინდელი კლუბის ღირსებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დაიცავს. ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბთან 9-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
უკავშირდება თუ არა საულის კონტრაქტის ინფორმაცია "ბარსელონას"? ირიბად. პერსპექტიული ნახევარმცველი იტალიელი მარკო ვერატის ალტერნატივად მოიაზრებოდა, მაგრამ "ატლეტიკოსთან" ხელშეკრულებამ ესპანეთის ვიცე-ჩემპიონს მისი გაფორმების შანსი გაუქრო.
დიდი ალბათობით, "ბარსელონა" სრული ძალებით მარკო ვერატის ტრანსფერზე იმუშავებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]