ვერატის ოფიციალური განცხადება: "კლუბს პატივს ვცემ, პარიზში ყველაფრით კმაყოფილი ვარ"
"პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურმა საიტმა მარკო ვერატის ვიდეომიმართვა გაავრცელა. ფეხბურთელი კლუბსა და ქომაგეს ბოდიშს უხდის თავისი აგენტის, დონატო დი კამპლის სიტყვების გამო, რომლის თქმით "ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეოცნებე მოთამაშეები ფრანგულ კლუბს არ შეუერთდებიან".
იტალიელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საფრანგეთში ყველაფრით კმაყოფილია, ამით კი "ბარსელონასთვის" მარკო კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა (იხილეთ ვიდეომიმართვა).
"დღეს დილით ჩემი აგენტის განცხადება ვნახე და მინდა გითხრათ, რომ ამ აზრს არ ვიზიარებ. ვიცი და მესმის, რომ ის ჩემთან მუშაობს, რის გამოც კლუბსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. პარიზში ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ვარჯიშს ვაგრძელებთ. პარტნიორებთან შეხვედრით მოხარული ვარ. ნამდვილად ვწუხვარ მომხდარის გამო.
ბევრს არ ვლაპარაკობ, რადგან პსჟ-ს პატივს ვცემ. ეს განცხადება ჩემ მოსაზრებას არ ემთხვევა. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. "პარი სენ-ჟერმენში" ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები და სამომავლოდაც შესაძლებლობების 100%-ს გამოვავლენ."-ასეთია 24 წლის ნახევარმცველის ოფიციალური განცხადება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 119 ]