ჩავიმ კლუბს ვერატის გაფორმება კიდევ ერთხელ ურჩია

ჩავიმ კლუბს ვერატის გაფორმება კიდევ ერთხელ ურჩია

"ბარსელონას" ექს-კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად კატარში იმყოფება, თავის ყოფილ კლუბთან მარკო ვერატის კიდევ ერთხელ გაუწია რეკომენდაცია. ესპანელი ნახევარმცელი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც პსჟ-ს ფეხბურთელის კატალონიურ გრანდში ხილვა სურდა, ფიქრობს, რომ იტალიელი "ბლაუგრანას" იდეალურად გააძლიერებს.

"ჩემთვის, ეს "ბარსელონას" საუკეთესო ტრანსფერი იქნებოდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მე არ ვსაუბრობ იმაზე, 70 მილიონი ღირს იგი თუ 200 - მე მხოლოდ მისი თამაშის სპორტულ ასპექტებზე ვამახვილებ ყურადღებას და ის დღეს საუკეთესო ნახევარმცველია, რომელიც "ბლაუგრანას" ფილოსოფიას კარგად მოერგება."

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კომენტარი მის ყოფილ მეწყვილეზეც გააკეთა და ანდრეს ინიესტას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა. "მე მისი კარგად მესმის, რადგან როცა 32-33 წლის ხარ, იწყებ ფიქრს მომავალზე. ვფიქრობ, რომ ვალვერდე მისი თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს - ანდრესს მომავალ სეზონშიც "ბარსელონაში" ვხედავ." 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 ივლისი 2017 00:35
    0
    მართალია ლეგენდა ფაიზაღს ბაზრობს
    Megalomaniak
    სტუმარი [?]
    #6 12 ივლისი 2017 22:47
    0
    გამოიჩინონ ცოტა ტრაკი ბლინ 4 წელია ერთი მაღალი დონის ნახევარმცველი გვინდა.
    10 leo
    სტუმარი [?]
    #5 12 ივლისი 2017 22:12
    0
    ხელმძღვანელობაა 0 თორე დღევანდე სიტუაციაში ვერატისნაირ ფეხბურთელში 200 მილიონიც არაფერია.სადაც გომეშში 40 მილიონს იხდი.
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #4 12 ივლისი 2017 21:58
    0
    დანი პსჟ-ში გადავიდა და ესე თქვა აქ ვერატის გამოვარ მასთან ერთად თამაში მინდოდაო და ეგ თუ წავა რაღა გამოვიდაო:)))
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #3 12 ივლისი 2017 21:19
    0
    ოხ ეს ხელაიფი
    marco verratti.
    სტუმარი [?]
    #2 12 ივლისი 2017 21:04
    0
    თითონ ხავის სთხოვა ბართოშამ მაგ საქმეში შუამდგომლობა რადგან ბარსა აღარ აპირებს ხელაიფტან შეხვედრას ისნი პსჟს მფლობელ ემირთან აპირებენ კონტაქტს რომელსაც ხავი ძალიან კარგად იცნობს და იმ ემირს ხავისთან ერთად ნასადილევიც აქვს ხავი ემირმა თავისთანაც კი მიიწვია და სწორედ ამიტომ ხავის ჩართვას აპირებენ ამ საქმეში იმედია გამოვა ამიტომაცაა კაიხავისაც მოწონს ეს ბიჭი და დაგვეხმარება იმედია
    Montekristo
    სტუმარი [?]
    #1 12 ივლისი 2017 20:48
    0
    იყიდეთ ბოლო ბოლო ეს დედა ატირებული.... ბარსელონა ხართ თუ "წნორის მილანი"??? :D :D