Sport: პალენსია კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს

Sport: პალენსია კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს

გავლენიანი ესპანური Sport-ის ინფორმაციით, კლუბი რამდენიმე დღეში გააოფიციალურებს სერჟი პალენსიას ახალ კონტრაქტს, რომელიც "ბარსელონაში" კიდევ ოთხ სეზონს გაატარებს. მარჯვენა მცველი ერნესტო ვალვერდეს რჩეულთა შორის მოხვდა და იგი პრე სეზონისთვისაც ვარჯიშობს ძირითად გუნდთან ერთად.
"მინდა განვითარება აქ განვაგრძო. კიდევ ბევრი რამ ვისწავლო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო." განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა პრეს კონფერენციაზე. პალენსიას, რომელსაც ლუის ენრიკეს დროს შანსი არ მისცემია, ახლა ახალი ეტაპი უდგას.
დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან პალენსია ალეიშ ვიდალსა და "ბარსელონას" ახალ მარჯვენა მცველს გაუწევს კონკურენციას. როგორც მოგეხსენებათ, სიტუაცია შეიცვალა, ამჯერად კატალონიელთა პრიორიტეტი ნელსონ სემედუა და თუ ამავე გამოცემასა და კიდევ რამდენიმე პორტუგალიურ წყაროს ვენდობით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 14 ივლისი 2017 15:47
    0
    აბა შენ იცი.ნეტა მეორე დანი ალვესი იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივლისი 2017 20:46
    0
    ეს ყოფილა კაცი პიროვნება <3 ბელერინი და წასულები ასე ამხელები
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #1 13 ივლისი 2017 19:52
    0
    კარგია