კლოპი: "222 მილიონი? ვერ ვიჯერებ, რომ მსგავსი რამ ხდება"
"ლივერპულის" მწვრთნელი, იურგენ კლოპი ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, რადგან გერმანელ სპეციალისტს ფრანგთა მიერ შეთავაზებული თანხა გადაჭარბებულად მიაჩნია.
"თუ ნეიმარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ მივიჩნევ, რომ 222 მილიონი ევრო არარეალური თანხაა. ვერ ვიჯერებ, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ეს ტრანსფერი ყველაფერს შეცვლის."-ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpoolecho.
ნეიმარი ამჟამად "ბარსელონასთან" ერთად ამერიკაში იმყოფება, მაგრამ მედია არ გამორიცხავს, რომ ბრაზილიელი მალე კლუბს დატოვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]