იურგენ კლოპი: „დიდი კლუბები ლიმიტზე უნდა შეთანხმდნენ“
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი საინტერესო სატრანსფერო თემას შეეხო.
"აქამდე ეს არარეალურად ჟღერდა, მაგრამ ნეიმარის წასვლის შემდეგ, "ბარსელონამ", შესაძლოა, ლეო მესის ტრანსფერის თაობაზე 300-მილიონიანი წინადადება მიიღოს.
გამოსასყიდი თანხის არჩევისას ხელმძღვანელები ალბათ ფიქრობდნენ, რომ 300 მილიონს მესიში არავინ გადაიხდიდა, მაგრამ ახლა ეს რეალურად ჟღერს.
არ ვიცი, სწორია თუ არა ეს. არცერთი მწვრთნელი არ მოითხოვდა ამ ტრანსფერს. ეს სულ სხვა დონეზე გადაწყდა.
დიდი კლუბები ლიმიტზე უნდა შეთახმდნენ: 150 მილიონი, 550 მილიონი ან სხვა კონკრეტული თანხა. ამის შემდეგ არავის ექნება პრეტენზია."-ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.com.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]