ბართომეუ: "გარანტიას გაძლევთ, რომ ნეიმარი დარჩება"
"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გარანტიას იძლევა, რომ გუნდის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარ ჟუნიორი მომდევნო სეზონშიც კატალონიაში ითამაშებს.
ცნობილია, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზადაა ნეიმარის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფეხბურთელის პოზიცია ოფიციალურად უცნობია. ბოლო დღეების ინფორმაციით, მას წასვლა სურს, მაგრამ უკანასკნელ საათებში გავრცელებული ცნობებით, ბრაზილიელი დარჩენაში თანაგუნდელებმა დაარწმუნეს.
ბრიტანული Metro-ს ცნობით, "ბარსას" პრეზიდენტმა კითხვაზე, იძლევა თუ არა ის ნეიმარის შენარჩუნების გარანტიას, უპასუხა: "დიახ და ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. ნეიმარი ჩვენთანაა და ჩვენი ურყევი სურვილია ის დარჩეს. დანარჩენი მხოლოდ ჭორებია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]