"ბარსელონამ" სერის მოცდა თხოვა
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" "ნიცას" ნახევარმცველს, ჟან-მიკაელ სერის თხოვა, კატალონიური კლუბის შეთავაზებას დაელოდოს და ფეხბურთელიც დათანხმდა.
"ბარსელონას" სერით დაინტერესების შესახებ დიდი ხანია იწერება. ბოლო ინფორმაციით, კატალონიელები, ამ ფრონტზე, არ აქტიურობენ, რადგან მათი პრიორიტეტები ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელე არიან.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონამ" სერის სთხოვა, დაიცადოს, სანამ კატალონიელები მას შეთავაზებას გაუკეთებენ. ფეხბურთელი, რომელსაც "პარი სენ ჟერმენი" და "რომაც" იწვევენ, მზადაა, "ბარსელონას" დაელოდოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]