სეზარ ლუის მენოტი: "უცნაურია, რომ "ბარსელონამ" მესის კონტრაქტის საკითხი ვერ მოაგვარა"
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სეზარ ლუის მენოტი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ კატალონიელებს გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის კონტრაქტის საკითხი ჯერ არ გაურკვევიათ.
"ბარსელონა" ახლა ისეთ სიტუაციაშია, რომ მწვრთნელმა გარშემო მიმდინარე პრობლემებს ყურადღება საერთოდ არ უნდა მიაქციოს და გუნდის თამაშის იდეის აღდგენაზე იფიქროს. კლუბს რთული დრო უდგას. პირველად ბოლო წლების განმავლობაში, გუნდი მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ნეიმარის პსჟ-ში წასვლას ის შედეგები მოჰყვა, რომლისთვისაც კლუბი მზად უნდა ყოფილიყო.
ასევე უცნაურია, რომ კლუბმა მესის ახალი კონტრაქტის საკითხი ვერ მოაგვარა. ასევე ბუნდოვანია ანდრეს ინიესტას მომავალიც." - ციტირებს მენოტის სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]