რატომ თქვა "ბარსამ" უარი ჟან-მიკაელ სერიზე?
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა ჟან-მიკაელ სერის ტრანსფერზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, "ნაპოლისთან" მის მიერ გამართული 2 შეხვედრა ნახეს. ამის შემდეგ, მათ ჩათვალეს, რომ ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს არ შეეფერება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ სერი მათი გუნდის სტილის შესაბამისი მოთამაშე არაა. თუმცა, ძნელი წარმოსადენია, "ბარსას" დონის კლუბი ამას მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე მიმხვდარიყო. Sport-ის ცნობით, კატალონიელთა წარმომადგენლები "ნაპოლისთან" მატჩში ჟან-მიკაელ სერის მიერ ნაჩვენები თამაშის დონემ არ დააკმაყოფილა. მათი აზრით, 26 წლის ფეხბურთელი გუნდს ახალს ვერაფერს შემატებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერი "ბარსელონაში" გადასვლაში უკვე დარწმუნებული იყო, ახლა კი, ის ძალიან გაბრაზებულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 33 ]