მესის მორიგი მიღწევა
სტატისტიკური პორტალის, Opta Jose-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც იცით, ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩში "ბარსელონას" ფორვარდმა "ალავესის" კარში დუბლი გაიფორმა და ახლა ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 14 გათამაშებაში მინიმუმ 1 გოლი მაინც გაიტანა.

"ბლაუგრანას" რიგებში ჩატარებულ ბოლო 25 მატჩში, მესიმ 26-ჯერ აიღო მეტოქის კარი. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ არგენტინელი ფეხბურთელისა და კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული პენალტის მოგერიება მხოლოდ ორმა მეკარემ შეძლო. ესენი არიან ფერნანდო პაჩეკო და გორკა ირაისოსი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]