"ბარსელონა" სერის ტრანსფერში მარლონს ჩართავს
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მზადაა, ჟან-მიკაელ სერის გადაბირების სანაცვლოდ, მარლონ სანტოსი "ნიცაში" ერთი წლით გაანათხოვროს.
მარლონი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში იჯარით გადავიდა. მან პირველი სეზონი "ბარსა ბ"-ში ჩაატარა, რამდენჯერმე თავი პირველ გუნდშიც გამოიჩინა და კატალონიელებმა ახალგაზრდა ცენტრალური მცველი გამოისყიდეს.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ მარლონს, ახალი სეზონისთვის, პირველ გუნდში გადაიყვანდნენ. თუმცა, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდეს მე-4 მცველად ტომას ვერმალენი სურს. მარლონს კი "ბარსა" ჟან-მიკაელ სერის ტრანსფერში გამოიყენებს და მას ერთი წლით "ნიცაში" გაანათხოვრებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 30 ]