ერნესტო ვალვერდე: ინიესტა? ყველა თავის ცხოვრებას მართავს

ერნესტო ვალვერდე: ინიესტა? ყველა თავის ცხოვრებას მართავს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გუნდის კაპიტნის, ანდრეს ინიესტას მომავალზე მორიგ კომენტარს აკეთებს.

"ინიესტა? ყველა თავის ცხოვრებას მართავს. ჩემი მიზანი ისაა, რომ ანდრესმა გუნდის ამოცანების შესრულებაში თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს და შესაბამისი დონის თამაში აჩვენოს. ეს არა მხოლოდ ინიესტას, არამედ ყველა დანარჩენ ფეხბურთელს ეხება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რას ნიშნავს ინიესტა ჩვენთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მისი ასაკიც და ის, რომ ანდრესი მომთხოვნ პოზიციაზე თამაშობს", - აცხადებს ვალვერდე.

33 წლის ესპანელ ნახევარმცველს კატალონიურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 12 სექტემბერი 2017 14:13
    0
    ინიესტამ კარიერა ბარსაში უნდა დაასრულოს.დღეს ძირითადში ველი ინის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 სექტემბერი 2017 13:50
    0
    დღეს ძირითადში უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ამან ისე იბაზრა ეს სეზონი პაულინიოს უფრო მეტი დრო ექნება სხვა ნახევარმცველებთან შედარებით
    Montekristo
    სტუმარი [?]
    #3 12 სექტემბერი 2017 13:50
    0
    ციტატა: Don vinton
    ბიჭებო დღეს ასე დავწერე და რას მეტყვით წამოვა ვითომ? ბარსა-იუვე 1,ბარსა-იუვე 9,5კუთხურზე მეტი, ბაიერნი-ანდერლეხტი არა, ბენფიკა-ცსკა 1,სელტიკი პსჟ 2.5მეტი, 11 კუშია სულ

    ბარსა-იუვე ორივეს გატანა დაწერე
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #2 12 სექტემბერი 2017 13:40
    0
    ყველაფერი უნდა გააკეთოს ვალომ ინის შესანარჩუნებლად:) ერთ ტაიმს კი ქაჩავს და თან ზოგჯერ ისეთ პასებს აკეთებს ვერავინ როვერ გააკეთებს მთელი ცხოვრება რო იწვალოს . თან ლეგენდაა და მოდი დავაფასოთ:) კარიერის დასტულება კიდე მემგონი აქ რო უნდა მაგაზე 2 აზრი არაა
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #1 12 სექტემბერი 2017 12:30
    0
    ბიჭებო დღეს ასე დავწერე და რას მეტყვით წამოვა ვითომ? ბარსა-იუვე 1,ბარსა-იუვე 9,5კუთხურზე მეტი, ბაიერნი-ანდერლეხტი არა, ბენფიკა-ცსკა 1,სელტიკი პსჟ 2.5მეტი, 11 კუშია სულ