ყაზანის რუბინი მესის მიერ ბუფონის კარში გოლის გატანას გამოეხმაურა
ლიონელ მესის მიერ ჯანლუიჯი ბუფონის კარში გოლის გატანას, გაგიკვირდებათ და, ყაზანის "რუბინი" გამოეხმაურა, რომელსაც არგენტინელი ზუსტი დარტყმის შემდეგ, სიამაყის მიზეზი მიეცა.
გუშინდელ დღემდე, მხოლოდ 2 მეკარე არსებობდა, რომლებსაც ლეო მესის წინააღმდეგ 4 ან მეტი თამაში ჩაუტარებიათ და გოლი არ გაუშვიათ. გუშინ, ამ სიას ბუფონი გამოაკლდა და "რუბინის" კარის დარაჯი სერგეი რიჟიკოვი ასეთი მიღწევის მქონე ერთადერთ ფეხბურთელად რჩება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, "რუბინმა" თავის ინგლისურ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა მესისა და რიჟიკოვის ფოტო წარწერით "მესი ლეგენდის წინააღმდეგ".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]