ჟირონა 0:3 ბარსელონა - ვალვერდე მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "ჟირონასთან" მატჩი შეაჯამა (3:0).
"რეალისა" და "ატლეტიკოს" გამარჯვების ფონზე გარკვეული ზეწოლა ვიგრძენით. ანგარიშის გახსნა მოვახერხეთ, რადგან თამაშისას საკუთარ ცოდნას ვიყენებდით.
მესი თავის მეურვეებს ხშირად აკარგვინებს პოზიციას და ეს ხელს გვიწყობს. ლეომ მე-10 წუთზე ჩემთან მოირბინა და მკითხა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა მის პირად მცველთან დაკავშირებით. არგენტინელი დავალებას კარგად გაუმკლავდა და თავისი სიმშვიდით გუნდს დაეხმარა.
რაც შეეხება ლუის სუარესს, ფორვარდისგან ყოველთვის გოლს ელიან, ურუგვაელი კი ამ მაჩვენებლით გამორჩეულია. გული მწყდება, რომ მან კიდევ ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა, რადგან ის მეტად თავდაჯერებული გახდებოდა.
ჩვენი გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თამაშს - მაშინ როცა მატჩში მოვლენები მარტივად ვითარდება და მაშინაც კი, როცა ის ჩაკეტილია, რაც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულია."-ამბობს ვალვერდე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]