ვენგერი: თუ "ბარსა" პრემიერ ლიგას შეუერთდება, ეს ტურნირი ბევრად რთული გახდება
ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება, "ბარსელონა" ლა ლიგას დატოვებს და რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონატს, მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგას შეუერთდება.
ამ თემაზე ისაუბრა "არსენალის" მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა. მისი აზრით "ბარსელონას" დამატება ქვეყნის ჩემპიონატს ბევრად უფრო გაართულებს.
"თუ "ბარსელონა" პრემიერ ლიგაში ითამაშებს, კატალონიურ ენას ვისწავლი.
არ ვფიქრობ, რომ მოვლენები ისე შორს წავიდა, რომ ამის აუცილებლობა დადგეს, მაგრამ თუ კატალონიელები შემოგვიერთდებიან, ჩემპიონობისთვის ბრძოლა იმაზე ბევრად ძნელი იქნება, ვიდრე ახლაა.
ვენგერმა ისიც აღნიშნა, რომ თუ პრემიერ ლიგა გაფართოებაზე ფიქრობს, ახალი გუნდები უფრო ახლოს, მაგალითად, შოტლანდიაში უნდა ეძებოს.
"თუ ინგლისის ჩემპიონატი გაფართოვდება, 20 გუნდიანი სისტემის შეცვლა და კიდევ რამდენიმე ადგილის დამატება გახდება საჭირო. არ ვფიქრობ, რომ პირველი გუნდი, რომელიც შემოგვიერთდება, აუცილებლად "ბარსელონა" უნდა იყოს, თუმცა საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ იასპარეზებდნენ კატალონიელები ჩვენთან," - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]