არსენ ვენგერი: "ბარსელონას" პრემიერ ლიგაში ხილვა არ მინდა

არსენ ვენგერი: "ბარსელონას" პრემიერ ლიგაში ხილვა არ მინდა

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში "ბარსელონას" ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

"ბარსელონას" პრემიერ ლიგაში ხილვა არ მინდა. ეს ნორმალური არ იქნება, რადგან ლიგის გეოგრაფიული ერთიანობა დაირღვევა და გარდა ამისა, საღი აზრის საწინააღმდეგოც იქნება.

რატომ არ იწვევენ პრემიერ ლიგაში "სელტიკსა" და "რეინჯერსს", რომლებიც შოტლანდიაში თამაშობენ? ამას უფრო დიდი აზრი აქვს, ვიდრე "ბარსელონას" მოწვევას.

გარდა ამისა, ესპანეთსა და კატალონიას შორის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ეს ნაბიჯი, ინგლისის მხრიდან, კატალონიის მხარდაჭერა იქნება. არა მგონია, ეს პოლიტიკურად მისასალმებელი ნაბიჯი იყოს. ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.

იმედი მაქვს, "ბარსელონა" ესპანეთში თამაშს განაგრძობს." - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #8 10 ოქტომბერი 2017 20:42
    0
    რაც თქვა სწორი თქვა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 ოქტომბერი 2017 01:35
    0
    არსენა სწორს ბაზრობს
    Culé [?]
    #6 8 ოქტომბერი 2017 21:47
    0
    ბარსა უნდა დარჩეს ლალიგაში,ეს იქნება გამუდმებით სკანდალები და სუდიების გინებები და მაყურებლების სტვენა, ძალიან ცუდია აქამდე რო მივიდა საქმე, თორე ბარსს ხილვა ნებისმიერ ლიგას რო ძალიან გააძლიერებს შემოსავლიანს გახდის ამაზე ორი აზრი არა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 ოქტომბერი 2017 20:32
    0
    არსენ ჩემზე რო იყოს კინწისკვრით გაგაგდებდი არსენალიდან :
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    barca=msn
    სტუმარი [?]
    #4 8 ოქტომბერი 2017 20:16
    0
    ბიჭებო პეს 18 არ გამიხსნის?
    --- ოპერატიული მეხსიერება 4, პროცესორი 2.9, სისტემის ტიპი 64 ბიტიანი, ხელმისაწვდომი გრაფიკის სრული მეხსიერება 2815 მბაიტი, გამოყოფილი ვიდეო მეხსიერება 1024მბაიტი
    msd2004
    სტუმარი [?]
    #3 8 ოქტომბერი 2017 19:59
    0
    ადრე არ თქვა რომ კაი იქნება ბარსელონა თუ შეემატება პრემიერ ლიგსო?
    Juan Carlos Navarro
    სტუმარი [?]
    #2 8 ოქტომბერი 2017 19:21
    0
    Kატალონია ესპანეტს არ დაცილდება აი ნახაბთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 ოქტომბერი 2017 18:24
    0
    "ბარსელონას" "ბულკები" ხართ მუდამ :დდ
    --------------------
    GRACIES JOHAN...