უმტიტისთან მოლაპარაკებები 2018 წლამდე არ დაიწყება
"ბარსელონა" და სამუელ უმტიტი, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს 2018 წლამდე არ დაიწყებენ. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგ ცენტრალურ მცველს კატალონიაში ყველაფერი აკმაყოფილებს და მას მოვლენების დაჩქარება არ უნდა.
კატალონიური პრესა იმ დეტალებსაც ავრცელებს, რომლებსაც "ბარსელონა" ფეხბურთელს შესთავაზებს: კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება, ხელფასის მნიშვნელოვნად მატება და გამოსასყიდი თანხის 180 მილიონ ევრომდე გაზრდა.
23 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" მე-2 სეზონს ატარებს. მის აქტივში 58 თამაში და 1 გოლია. უმტიტის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 60 მილიონი ევროა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]