რა შეიცვალა "ბარსელონას" გასახდელში ვალვერდეს მოსვლის შემდეგ?

რა შეიცვალა "ბარსელონას" გასახდელში ვალვერდეს მოსვლის შემდეგ?

გასული 3 წლისგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" პირველი გუნდის გასახდელში განსხვავებული სიტუაციაა, რაც ახალი მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს დამსახურებაა.

ვალვერდე, ლუის ენრიკესთან შედარებით, უფრო გაწონასწორებული, პრაგმატული და ნაკლებად ემოციური პიროვნებაა.

Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" ფეხბურთელები რთული სიტუაციების გადალახვას შედარებით მარტივად ახერხებენ.

მას შემდეგ, რაც ვალვერდეს კლუბის ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ ისინი ვერც ფილიპე კოუტინიოს შეძენას ახერხებდნენ და ვერც ანხელ დი მარიასი, 53 წლის სპეციალისტმა სიტუაციისთვის შეუსაბამო სიმშვიდე გამოიჩინა.

ასე მოხდა ესპანეთის სუპერ თასზე "რეალთან" უშანსოდ წაგების შემდეგაც. მაშინ, კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა, პეპ სეგურამ მარცხში ჟერარ პიკე დაადანაშაულა და გუნდის ერთ-ერთი ვიცე-კაპიტნის, სერხიო ბუსკეტსის კრიტიკა დაიმსახურა. ვალვერდე კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

ამჟამად, "ბარსელონას", დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს: ხავიერ მასკერანო გუნდს 1 თვით გამოაკლდა, ჟერარ პიკესა და სამუელ უმტიტის დისკვალიფიკაციამდე თითო ყვითელი ბარათი აშორებთ, ტომას ვერმალენი კი, მისი ტრავმიანობის გათვალისწინებით, საიმედო ფეხბურთელი ნამდვილად არაა. მდგომარეობა მართლაც მძიმეა, მაგრამ როგორც ვალვერდე, ასევე პირველი გუნდის ფეხბურთელები, მას მშვიდად შეხვდნენ, ეს კი მწვრთნელის მიდგომების დამსახურებაა.

ცნობილია, რომ ერნესტო ვალვერდე ყოველთვის პრაგმატულია, არასდროს ისახავს გრძელვადიან ან საშუალოვადიან გეგმებს და მუდამ ყოველდღიურ მუშაობაზეა კონცენტრირებული, ეს კი გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში ეხმარება. ლუის ენრიკეს დროს სიტუაცია სხვაგვარი იყო: ის უფრო ინსტინტუქტი, ნაკლებად მოქნილი სპეციალისტი იყო, რომელიც ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ხშირად იღებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 19 ნოემბერი 2017 00:59
    0
    მე პირადად მიმაჩნია რომ ლუჩოს გუნდმა 2015 წელს როგორც იასპარეზა ჩემპიონტა ლიგაზე, ესე მაგრად არასდროს უთამაშიათ ბარსელონელებს ამ ტურნირზე, თითქმის ყველა მოგება იყო შედევრი. (თან ევროპული ქვეყნების ჩემპიონებს გადავუარეთ , აიაქსი, იუვე, ბაიერნი, პსჟ, სიტი), ანუ ვალვერდეს ჯერ არაფერი გაუკეთებია ლუჩოზე წინ რო დავაყენოთ , თუმცა იმედი მაქ, ის მიაღწევს დიდ შედეგებს, სეზონი ნამდვილად მშვენივრად დაიწყო
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    Culé [?]
    #11 18 ნოემბერი 2017 14:17
    0
    Mგონი დაავიწყდა ხალხს 5 ტიტული პირველივე წელს
    Culé [?]
    #10 18 ნოემბერი 2017 11:28
    0
    კარგია ვალო ასეთი მშვიდია რომაა და ამ შემადგენლობით მაქსიმუმს დებს , ნეიმარის წასვლამ ძალიან მოაკლო გუნდს სისწრაფე , აი ლუჩო რო ყოფილიყო ახლა ტრენერი ვერაფერს მოუხერხებდა ამ პრობლემას აი ვალომ კი მშვიდად შეხვდა ყველაფერს და თავის სქემაზე აწყობს გუნდს და საკმაოდ მაგარ შედეგს დებს , მთავარია ლიგა მოვიგოთ და ვნახოთ რისი იმედები უნდა გვქონდეს შემდეგ სეზონში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 18 ნოემბერი 2017 01:04
    0
    ციტატა: Bola
    ხოდაა არაა ბარსელონა ის გუნდი ვინც შედეგით კმაყოფილდებაა.. ამდენი წელიაა ლამაზი ფეხბურთით გვანებივრებდნენ.. არ მინდა სხვა კლუბებს დაემსგავსოს.. მეტიაა ვიდრე კლუბი და ტიტულებზე მეტი უნდა ხალხს. პრაგმატულ თამაშს პრაგმატულადვე მოუგებ.. მაგრამ ლამაზი ფეხბურთით შეიძლება იმდენი ტტული ვერ მოიგო მაგრამ შექმნა 6-1 ... ტრიპლეტები... საოცარი კომბინაციებიი.. აიი ისტორიას რომ დარჩება ისეთი მომენტები და არა ერთი და იგივე მოქმედებები საიდანაც 1 გამოვა 90 წუთში.

    მირჩევნია თასი "დაიდოს" და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი აჩვენოს "ბარსამ", ვიდრე ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს და მედლების გარეშე დარჩეს. ტრიპლეტი იყო, მაგრამ მომდევნო წელი ლუჩომ ჩააგდო.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    [?]
    #8 17 ნოემბერი 2017 22:19
    0
    Lucho nu daakninet. Ise magas barsas istoriashi sauketeso shemadgenloba yavda. Valos piriqit. Bolo wlebis yvelaze gadaberebuli da susti shemadgenloba yavs
    Leo22
    სტუმარი [?]
    #7 17 ნოემბერი 2017 22:13
    0
    ეს ზედმეტად მშვიდია არანაირი ემოცია არანაირი მოტივაცია არამგონია ამან რამეს მიაღწიოს ბარსაში. სანამ დროა უნდა წავიდეს და ისეთი ვინმე უნდა მოვიდეს ახალგაზრდების აღმოჩენა და გაზრდა რომ შეუძლია
    Culé [?]
    #6 17 ნოემბერი 2017 21:44
    0
    ლუჩო ძალიან მაგარი იყო და ვალოს ჯერ დასამტკიცებელიაქ ტეხავს რატო ადარებთ
    gio-barca29
    სტუმარი [?]
    #5 17 ნოემბერი 2017 21:21
    0
    ლუჩო მაგარი იყო მაგრამ ამ კაცსაც რა უნდა მოთხოვო ჯერ ამ შემადგენლობით მაგარ შედეგს დებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ნოემბერი 2017 21:19
    0
    ჯერ ვერ შევაფასებთ, რადგან საჭიროა სეზონის დამთავრება, თუმცა გუნდი საკმაოდ გამართულ ფეხბურთს თამაშობს და ჯერ გარკვეული დეტალები იხვეწება.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ნოემბერი 2017 21:08
    0
    ხოდაა არაა ბარსელონა ის გუნდი ვინც შედეგით კმაყოფილდებაა.. ამდენი წელიაა ლამაზი ფეხბურთით გვანებივრებდნენ.. არ მინდა სხვა კლუბებს დაემსგავსოს.. მეტიაა ვიდრე კლუბი და ტიტულებზე მეტი უნდა ხალხს. პრაგმატულ თამაშს პრაგმატულადვე მოუგებ.. მაგრამ ლამაზი ფეხბურთით შეიძლება იმდენი ტტული ვერ მოიგო მაგრამ შექმნა 6-1 ... ტრიპლეტები... საოცარი კომბინაციებიი.. აიი ისტორიას რომ დარჩება ისეთი მომენტები და არა ერთი და იგივე მოქმედებები საიდანაც 1 გამოვა 90 წუთში.
    Leo mesii
    სტუმარი [?]
    #2 17 ნოემბერი 2017 20:43
    0
    ლუჩო ლუჩოოოოოოოოოოოოო როგორ მომენატრა ეს კაცი უმაგრესი ადამიანია და უმაგრესი მწვრთნელი წარმატებებს ვუსურვებ სხვა კლუბში,ვალოდია კი აბსოლიტურად განსხვავებული ტიპია,შედეგზე და თამაშზე ორიენტირებული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ნოემბერი 2017 20:26
    0
    ჯერ მიაღწიოს ვალვერდემ იმას რაც ლუჩომ მიაღწია და მერე ვიმსჯელოთ რომელი უფრო კარგი სპეციალისტია.მე პირადად ლუჩო მირჩევნია როგორც გუნდის მმართველი.სხვადასხვა ასპექტებში ორივეს აქვთ როგორც დადებითი ისევე უარყოფითი მხარე