ფრანკ დე ბური: რონალდუ ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მე მესის ვირჩევ

ფრანკ დე ბური: რონალდუ ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მე მესის ვირჩევ

"ბარსელონას" ყოფილმა ჰოლანდიელმა მცველმა, ფრანკ დე ბურმა, EFE-ს ინტერვიუ მისცა, რომლიდანაც ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთებს გთავაზობთ.

- რას გვეტყვი დღევანდელ "ბარსელონაზე"?

- გუნდი საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ თამაშებს მაინც იგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. "ბარსელონა" საჩემპიონოდ გამოიყურება, მაგრამ გუნდს მომატება მართებს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი" ძალიან კარგ თამაშს აჩვენებენ.

- და "რეალზე"?

- მადრიდელებმა თამაში უნდა გამოასწორონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ესპანეთის ჩემპიონობას დაკარგავენ. მათ ქალაქურ დერბიში "ატლეტიკოსთან" და "ელ კლასიკოში" "ბარსელონასთან" უნდა მოიგონ. თუ ისინი "ატლეტიკოსთან" წააგებენ, ჩემპიონატის მოგება ძალიან გაძნელდება, რადგან "ბარსელონა" ამდენი შეხვედრის წაგებას არ აპირებს. არ ვიცი, რა დაემართა "რეალს", რადგან მადრიდელებს თითქმის იგივე გუნდი ჰყავთ, რაც წინა სეზონში. შესაძლოა, ისინი ძველებურად მონდომებულები აღარ არიან.

- ვისი "ბარსელონა" უფრო მოგწონდა, პეპის თუ ლუჩოსი?

- პირადად ჩემთვის, საუბარი ერთმანეთის მსგავს გუნდებზე გვაქვს. განსხვავება დიდი არ ყოფილა. ეს სტილი გვარდიოლამ შემოიღო და გუნდი სხვა დონეზე აიყვანა. ლუის ენრიკემ ეს ხაზი განაგრძო.

- შენ მცველი იყავი... ვისი შეჩერება უფრო მარტივია, მესისი თუ რონალდუსი?

- მე საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ფორმაში ვარ, არავისი მეშინია. ასე იქნებოდა მესისა და რონალდუს შემთხვევაშიც. ჩემ დროს ბრაზილიელი რონალდო თამაშობდა. მის წინააღმდეგ მოედანზე არაერთხელ გავსულვარ. ზოგჯერ პრობლემები მქონდა, ზოგჯერ კი - არა.

- შეგიძლია არჩევანი გააკეთო მესისა და რონალდუს შორის?

- ჩემი ფავორიტი ყოველთვის მესი იყო. მიყვარს, როდესაც მის დრიბლინგს, შედეგიან გადაცემებსა და გოლებს ვუყურებ. რონალდუ ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მე მესის ვირჩევ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    zuriafcb
    სტუმარი [?]
    #2 18 ნოემბერი 2017 02:24
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    რონალდო უდიდესი ფეხბურთელია მარა მესი სხვა ლეველია მესის აფსოლიტურად ყველაფერი შეუძლია თამაშის დროს ბურთის ამოტანა დაცვიდან ბურთის განაწილება შეტევების წამოწყება სულ რომ დადიოდეს მესი მოედანზე ერთ ისეთ პას გააკეთებს რო მთლი თამაშის მიმდინარეობას შეცვლის ჯერ რა პასის კულტურა და მოედნის ხედვა აქვს მერე ბურთთან ურთიერთობა ნუ არ ვიცი ასეთი იგროკი ოდესმე თუ გამოჩნდება კიდე რონალდო არის გოლავიკი კი იყო დრო როცა ისიც ატყუებდა ორ სამ კაცს ერთდ მარა რაც ასაკში შევიდა სისწრაფე მოაკლდა და აღარ შეუძლია კაცის მოტყუება გოლის ალღო იცოცლე აქვს მარა ამ სეზონში ეგეც დაკარგა მოკლედ რონალდო ვარჯიშის და შრომის შედეგად შემდგარი ლეგენდაა რომელიც ასაკის მატებასთან ერთად საფეხბურთო ფორმას კარგავს მესი კიდე უბრალოდ ამ ნიჭით დაიბადა და რაც უფრო ასაკში შედის მით უფრო ბრძენდება

    ყველაზე ფაისაღი იბაზრე მეგობარო..:)) მესი არ ბერდება.არც უნდა ბერდებოდნენ ასეთები.რადგან შეიძლება საუკუნე გავიდეს, ასეთი ფენომენი არ დაიბადოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ნოემბერი 2017 23:11
    0
    მეც მესის ვირჩევ.
    --------------------
    GRACIES JOHAN...