"ლეგანიესი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"ლეგანიესი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ლეგანესთან" ხვალ სტუმრად გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ლეგანესთან" თამაში

"ჩვენთვის, ამ ეტაპზე, მადრიდში გასამართი დაპირისპირებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი შეხვედრაა.

ხვალ, საუკეთესო გუნდით ვითამაშებთ, იმის მიუხედავად, რომ შემდეგ რთული კვირა გველის.

ასეთ შეხვედრებს განსაკუთრებით უნდა ვუფრთხოდეთ. გასულ სეზონში, იყო შემთხვევები, როდესაც ასეთ მატჩებში გუნდმა ქულები დაკარგა.

შესაძლოა, "ლეგანესთან" თამაში ისეთივე გლამურული არაა, როგორც, მაგალითად, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ აქაც 3 ქულისთვის ვთამაშობთ. ასეთი თამაშები რთულია და მეტოქე უნდა დავაფასოთ."

ლუის სუარესი

"სუარეს თავს კარგად გრძნობს. მას მკურნალობის განსაკუთრებული კურსი ჩაუტარდა. ის კარგად ვარჯიშობდა და თამაშს შესძლებს."

დენის სუარესი

"დენისი იმ გუნდის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ძალიან დიდი კონკურენციაა. ის კარგად ვარჯიშობს და მის გამო მოხარულნი ვართ. თუმცა, თამაშის საშუალება ყველას ვერ ექნება."

ანტუან გრიზმანი

"გრიზმანი? ის მაღალი დონის ფეხბურთელია და ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს სახელს "ბარსელონას" უკავშირებენ, საქმე უმაღლესი დონის მოთამაშესთან გვაქვს. არსებული გუნდით კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში."

პრობლემები დაცვის ცენტრში

"გუნდში, რომელშიც უმაღლესი დონის 4 ცენტრალური მცველი თამაშობს, ამ პოზიციაზე პრობლემების გამკლავება მარტივია. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელები. თუ რამე გასაჭირი იქნება, ჩვენ მას დავძლევთ. აქ სწორედ ამისთვის ვართ."

ვიდეორეფერი

"ვიდეორეფერი ბევრ რამეს უფრო სამართლიანს გახდის, მაგრამ საკამათო სიტუაციები კვლავ იქნება. იდეა კარგია, მაგრამ მის სრულად დასანერგად დროა საჭირო."

"ბარსელონა" და "ლეგანესი" ერთმანეთს ხვალ, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 18 ნოემბერი 2017 11:21
    0
    დენის სუარესს ხო გაუჭირეს საქმე ბლიად რა რატო ენანება ის *ირთომეუს 800ათასი მაგ კაცისთვის ბოლო ბოლო შენი გუნდის აღზრდილი ტალანტია და ფულის გამო არ ათამაშებ ცოტა ტეხავს მგონი
    Culé [?]
    #2 18 ნოემბერი 2017 10:27
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: dshvelidze
    ატლეტიკო-რეალი ფრე მაგრად გვაწყობს.

    რატო? რეალის წაგება უფრო გაასწორებს

    რეალის მოგება იმიტომ მინდა რო მუღამი ჰქონდეს ლა ლიგას
    --------------------
    „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ რაიკაარდმა დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“-ლიონელ მესი
    lupo
    სტუმარი [?]
    #1 17 ნოემბერი 2017 23:43
    0
    ვაა ეს მაგარი კაცია აუჩაქერებელი დინჯი და შედეგზე ფიქრობს მე მიყავრს ბარსას სტილი და მაგიტო ვგულშემავტკივრობ მაგრამ შედეგებია მთავარი