თასის ფინალის მსაჯი ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის 25 მაისს გასამართ ესპანეთის თასის ფინალში 45 წლის არბიტრი უნდიანო მალიენკო იმსაჯებს.
მალინეკო "ბარსელონას" შეხვედრაში მონაწილეობას 59-ედ მიიღებს. წინა 58 შემთხვევიდან კატალონიელებმა 35 მოიგეს (60%), 15 ფრედ დაასრულეს (26%) და 8 წააგეს (14%), გაიტანეს 140 და გაუშვეს 65 გოლი. ამ 58 თამაშში მალიენკომ "ბარსას" ფეხბურთელები 128-ჯერ გააფრთხილა და 5-ჯერ მოედნიდან გააძევა.
"ვალენსიას" მატჩში მალიენკოს 48-ჯერ უმსაჯია. "ღამურებმა" 22 მოიგეს (46%), 9 ფრედ დაასრულეს (19%) და 17 წააგეს (35%), გაიტანეს 81 და გაუშვეს 63 გოლი. მალიენკომ "ვალენსიას" ფეხბურთელები 118-ჯერ გააფრთხილა და მხოლოდ ერთხელ გააძევა.
უშუალოდ "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის გამართულ შეხვედრაში მალინეკომ მონაწილეობა 5-ჯერ მიიღო. 3 თამაში "ბლაუგრანამ" მოიგო, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. ამ 5 მატჩში მალიენკომ "ბარსას" სასარგებლოდ 3, ხოლო "ვალენსიას" სასარგებლოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, წითელი ბარათი კი მას არავისთვის უჩვენებია.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში სწორედ მალინეკოს უმსაჯია, "ვალენსიას" შემთხვევაში კი ის მე-2 ადგილს იკავებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]