მზადება "სამეფო თასისთვის"

მზადება "სამეფო თასისთვის"

"ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ, გუნდს დასვენებისთვის დიდი დრო არ ქონია. ფეხბურთელები "სამეფო თასის" განმეორებითი მატჩისთვის ემზადებიან. მათ დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართეს, რომელშიც მონაწილეობას "ბარსა ბ"–ს 6 ფეხბურთელი იღებდა...

"ბარსას" ფეხბურთელებმა დღეს "სიუტატ ესპორტივაზე", დახურულ კარს მიღმა ივარჯიშეს. როგორც ყოველთვის, ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარეს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც "ხეტაფესთან" მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.

პეპ გვარდიოლას განკარგულებაში 18 ფეხბურთელი იყო. მოედანზე მხოლოდ ჩავის არ უვარჯიშია. იგი სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. ტრავმა აწუხებს ხეფრენს, რომელიც აღდგენით პროცესს აგრძელებს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

დღევანდელ ვარჯიშზე 6 "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელი იმყოფებოდა: მინიო, ბარტრა, დოს სანტოსი, ტიაგო, სერხი და ნოლიტო.

გუნდი ვარჯიშს ხვალაც გამართავს, რომლის შემდეგაც გუნდის დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა პრეს–კონფერენციას გამართავს. მედიასთან იგი ძირითადად "სეუტასთან" გასამართ მატჩზე ისაუბრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.