"კამპ ნოუ" გულშემატკივართა ნაკლებობას ისევ უჩივის

"კამპ ნოუ" გულშემატკივართა ნაკლებობას ისევ უჩივის

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" 2018 წელი "ლევანტესთან" დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ერთი ნეგატიური ფაქტი მაინც შეიმჩნეოდა.

მიმდინარე სეზონში, განსაკუთრებით კი კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ, ლურჯ-წითელთა საშინაო არენა საკმაოდ ხშირად განიცდის მაყურებელთა ნაკლებობას. მდგომარეობა არც ახალი წლის შემდეგ გაუმჯობესებულა - დღეს უკვე მესამედ, მატჩს 60 ათას ადამიანზე ნაკლები დაესწრო, კერძოდ კი 56,380 ბილეთი გაიყიდა. თანაც, თამაში დასწრების მსურველთათვის საკმაოდ მოსახერხებელ დროს დაიწყო. 

ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, არც ისე ცოტაა, თუმცა, "კამპ ნოუსთვის" - ნამდვილად უჩვეულო. მაგალითად, ესპანეთის სუპერ თასის დაპირისპირებაზე, "რეალთან", სტადიონზე თითქმის 90 ათასი ადამიანი მივიდა.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #4 8 იანვარი 2018 01:17
    0
    არ არის ეგ ხალხი ბარსელონას ღირსი. აბა მე ამომივიდა თვალებში მაზოლები ეროვნული ლიგის ყურებით. ვითომ არაფერი მარა ფინანსური ზიანია მაგარი. მეორე კიდე ბევრი იდიოტი ბარსასგან მეტ მხარდაჭერას ელოდა რეფერენდუმის დროს. ვეღარ გაიგო ამ ხალხმა რო სპორტი სპორტია პოლიტიკა კიდე პოლიტიკა. და ეგ თავისუფლების მოთხოვნა ზუსტად პოლიტიკური თემაა და ახვარი პოლიტიკანების აგდებულია ხალხი, თორე სულ კიდია კატალონიის Mთავრობას დამოუკიდებლობა, ხალხს აგიჟებენ და სათავისოდ იყენებენ მერე. გაჩეჩილაძეების პონტია.

    ციტატა: davidus2020
    პოლიტიკა რათქმაუნდა უშლის ხელს, მაგრამ არც რეფერუნდამდე დადიოდა ხალხი, როგორც დავიწყეთ პრაგმატული ფეხბურთის თამაში, ხალხს არ უნდა ამხელა ფულის გადახდა ბილეთებში, თუ გავითვალისწინებთ დაახლოებით 30 % ტურისტები შეადგენდა, ვნახოთ დემბელე დაბრუნდა კოუ ვიყიდეთ , ალბათ რამე შეიცვლება,ამის იმედი მაქვს.

    პრაგმატული თამაშები წინა წლებშიც ბევრი იყო. რამდენჯერ მინახავს თუნდაც პეპის დროს ბარსას 10 წუთიანი ბურთის გორაობა და უკან პასი. ჩამძინებია. 2-0 ებზე ბევრი შემთხვევა იყო ეგეთი. მარა იმ 4-5 აფეთქების გამო ღირდა მარტო ყურება რასასც ხშირად გვთავაზობდნენ. ეხლა გული აუცრუვდა ხალხს ძირითადად პოლიტიკის და ბარსას პასიურობის გამო, იქ ბართოეუმ არ დააფინანსა აჯანყებული კატალონიელები, იქ ღია მხარდაჭერა არ გამოხატა გუნდმა და ასე შემდეგ. ცალკეული პიკეს წივილი არაფერს ნიშნავს. ფინანსურ ზიანს აყენებენ გუნდს. ხოდა არ არიან ბარსას ღირსები
    Culé [?]
    #3 8 იანვარი 2018 00:12
    0
    პოლიტიკა რათქმაუნდა უშლის ხელს, მაგრამ არც რეფერუნდამდე დადიოდა ხალხი, როგორც დავიწყეთ პრაგმატული ფეხბურთის თამაში, ხალხს არ უნდა ამხელა ფულის გადახდა ბილეთებში, თუ გავითვალისწინებთ დაახლოებით 30 % ტურისტები შეადგენდა, ვნახოთ დემბელე დაბრუნდა კოუ ვიყიდეთ , ალბათ რამე შეიცვლება,ამის იმედი მაქვს.
    tazik023
    სტუმარი [?]
    #2 7 იანვარი 2018 23:28
    0
    თამაშის სტილი შეიცვალა,მწვრთნი შეიცვალა ფეხბურთები შეიცვალნენ ზოგი წავიდა ზოგი მოვიდა , დროა საჭირო უბრალოდ ფალაგდება , მაგრამ პოლიტიკის გავლენა საკმაოდ საგრძნობია არამარტო მაღალ საზოგადოებაში არამედ თითოეული მოსახლის სახლში თუ "უბანში”.
    Jubi
    სტუმარი [?]
    #1 7 იანვარი 2018 23:03
    0
    Che klasis gundebtan Roca aqvs Barca's tamashi cota xalxi dados da didgundebtan Roca aqvs bevri