ვენგერი:"ოქროს ბურთი ჩავის ეკუთვნის"

ვენგერი:"ოქროს ბურთი ჩავის ეკუთვნის"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გაგვიზიარა თავისი აზრი, თუ ვის ეკუთვნის 2010 წელს ოქროს ბურთი. როგორც ფრანგი სპეციალისტი აცხადებს, ყველაზე მეტად ამ ჯილდოს, კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ისახურებს.

"ბუნებრივია, ესპანეთმა წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ოქროს ბურთიც, რომელიმე ესპანელს ეკუთვნის, რადგან ისინი ყველა მაღალი კლასის მოთამაშეები არიან. ხოლო ამათგან გამორჩეული "ბარსელონას" ფეხბურთელი ჩავი ერნანდესია და ყველაზე მეტად ეს ჯილდო მას ეკუთვნის."-განაცხადა ვენგერმა. "არსენალის" თავკაცი ასევე შეეხო მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ კრისტიანო რონალდოსაც და განაცხადა, რომ ის არის კარგ ფორმაში და ყველასათვის სასურველი ფეხბურთელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.