"ბარსელონას" გამარჯვება პსჟ-სთან Laureus Awards-ის წლის საუკეთესო ქამბექის ნომინაციაზეა წარდგენილი
2017 წლის 8 მარტს გამართული მატჩი "ბარსელონას" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის, რომელიც კატალონიელთა ტრიუმფით (6-1) დასრულდა, Laureus Awards-ის წლის საუკეთესო ქამბექის ნომინაციაზეა წარდგენილი. ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში 0-4 მარცხის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც შეძლო. მსგავსი მიღწევა აქამდე არცერთ კლუბს არ ჰქონია.
ამ კატეგორიაში ასევე წარდგენილი არიან სპორტსმენები: როჯერ ფედერერი, ვალენტინო როსი, ჯასტინ გატლინი, სალი პირსონი და ბრაზილიური კლუბი "შაპეკოენსე". გამარჯვებული მონაკოში, 27 თებერვალს დასახელდება.
Laureus World Sports Awards 1999 წლიდან არსებობს და ის ჯილდოებს სხვადასხვა სპორტული მიღწევებისთვის გასცემს. "ბარსელონას" ის 2-ჯერ აქვს მოგებული: 2007 წელს Unicef-თან პარტნიორობისთვის და 2011 წელს, იაპონიაში 14 წლამდელთა გუნდის მიერ გამოჩენილი სპორტული საქციელისთვის.
თუ ეს უკანასკნელი არ გახსოვთ... ↓ ↓ ↓
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]