ლუის სუარესი: "ბარსელონას" ახალი "ასიანი" და რეკორდსმენი
"ბარსელონას" ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს, ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 100 გოლი დაუგროვდა, რისთვისაც მას მხოლოდ 114 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
ლუის სუარესი კატალონიური კლუბის ახალი რეკორდსმენია. "ბარსელონას" არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია ესპანეთის ჩემპიონატში 100 გოლი ასე სწრაფად. აქამდე რეკორდი სამუელ ეტო'ოს ეკუთვნოდა, რომელმაც პირველი 100 გოლი 130 შეხვედრაში გაიტანა.
ხუთეულში ასევე შედიან: ლადისლაო კუბალა (132 თამაში), ლიონელ მესი (154 თამაში), სესარ როდრიგესი (159 თამაში).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]