ჟერარ მორენო პიკეს: ვისაც "ესპანიოლის" წარმომავლობაში ეჭვი ეპარება, ჩვენს ემბლემას შეხედოს
"ესპანიოლსა" და "ბარსელონას" შორის ხვალ გასამართი დაპირისპირების წინ კომენტარს მასპინძელი გუნდის თავდამსხმელი ჟერარ მორენო აკეთებს, რომელიც ჟერარ პიკეს განცხაედბასთან დაკავშირებით საუბრობს.
პიკემ, ცოტა ხნის წინ, "ესპანიოლი" მოიხსენია როგორც "ესპანიოლი" კორნელიადან", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ისაა, რომ კორნელია ბარსელონასთან ახლოს მდებარე ქალაქია. "ესპანიოლისა" და მადრიდელი ჟურნალისტების აზრით, პიკემ, მოიხსენია რა კორნელიურ კლუბად, შეეცადა "ესპანიოლისთვის" შეურაცხყოფა მიეყენებინა, რაც ქსენოფობიურ განცხადებად მოინათლა.
"ეს პიკეს სიტყვებია. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ "კორნელია ელ პრატზე" ვთამაშობთ.
ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, სად დაარსდა "ესპანიოლი". თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, დაე, ჩვენს ემბლებას შეხედოს, რომელზეც ყველაფერი წერია (RCD Espanyol de Barcelona - ბარსელონას ესპანიოლი).
პიკეს საკითხი არ მაინტერესებს. მე ჩემი გუნდი და გულშემატკივრები მაინტერესებს. ვფიქრობ, მომდევნო კატალონიური დერბი მშვიდ გარემოში ჩაივლის და ფეხბურთისგან სიამოვნებას მივიღებთ." - ციტირებს მორენოს სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]