ერნესტო ვალვერდე "ესპანიოლთან" შემადგენლობის როტაციას გეგმავს

ერნესტო ვალვერდე "ესპანიოლთან" შემადგენლობის როტაციას გეგმავს

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, ესპანეთის თასის ნახევარფინალში "ვალენსიასთან" გასამართი მატჩისთვის, რამდენიმე ფეხბურთელის "შემონახვას" გეგმავს და მათ "ესპანიოლთან" ხვალ დაასვენებს.

სეზონის დასკვნითი ნაწილი კარს მოგვადგა და ახლა, სწორ როტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ "ბარსელონას" სურს ტრებლი ისტორიაში მესამედ მოიგოს, კატალონიელებს ძალების სწორად გადანაწილება მოუწევთ.

ხვალინდელ შეხვედრაში, "ბარსელონას" კარს კვლავ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს, როგორც ეს ლა ლიგის თამაშებში ყოველთვის ხდება ხოლმე. ივარაუდება, რომ დაისვენებს სერჟი რობერტო, ხოლო დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნელსონ სემედუ დადგება, რომელიც "ვალენსიასთან" მატჩის განაცხადში არ იყო.

მოედნის ცენტრში უნდა ველოდოთ ანდრე გომეშის დაბრუნებას, მაგრამ ყველაზე დიდი სიახლე, სავარაუდოდ, ფილიპე კოუტინიო იქნება. კატალონიელი ჟურნალისტები ბრაზილიელი ახალწვეულის სასტარტო შემადგენლობაში მეორედ ხილვას ელიან.

გაურკვეველია, სასტარტოში იქნება თუ არა ლუის სუარესი. ურუგვაელი შესანიშნავ ფორმაშია - ბოლო 11 თამაშში მან 13 გოლი გაიტანა, მაგრამ დასვენება მასაც სჭირდება. არაა გამორიცხული, მის ნაცვლად ძირითადში პაკო ალკასერი ვიხილოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    coutinho_gigi
    სტუმარი [?]
    #10 3 თებერვალი 2018 16:28
    0
    სწორია!
    [?]
    #9 3 თებერვალი 2018 15:19
    0
    მესის დასვენება ყველაზე კარგი ვარიანტია. სუამაც რო დაისვენოს ცუდი არაა. ჩელსისთან ალბას ინის ბუსის სუას მესის ტრავმები დამღუპველი იქნება. არის გუნდში 5-6 მოთამაშე რომელსაც უმტკივნეულად ვერ შევცვლით. ძირითადის 11 ივე ფეხბურთელი საჭიროა მარა ვერმა თუ ფორმაში იქნება მცველს შევცვლით, სემედოც ჩაანაცვლებს რობერტოს. ნახევარდაცვაში რაკეტა პაუ ერთმანეთს შეცვლიან. მარა დალშე? ინის ყოფნა სასიცოცხლოდ საჭიროა, მესი სუარესი გუნდის ძალის 90 % ია თუ მეტი არა შეტევაში. ბუსი შეუცვლელია და რთულ თამაშებში ალბაც ვერ ნაცვლედა დინით. აგერ ალავესთან კი ვნახეთ როტაციებმა რა შედეგი მოგვცა გუნდი აჭრილი იყო. ამიტო ფრთხილად ვალო. ხვალ ქულების დაკარგვა არ იქნება კატასტროფა, კარგად ვართ წინ, ნაჯახი ესპანიოლის ფეხბურთელებმა რო დავილეწონ ხალხი ეგ იქნება ტრაგედია. კი დერბია მარა ხვალ რო დერბი მოვიგოთ და ჩელსისთან განახევრებული კამანით თამაში მოგვიწიოს ფასს დაკარგავს ის მოგება და აღარავის ემახსოვრება სეზონის ბოლოს ესპანიოლს მოვუგეთ თU ვერა
    Culé [?]
    #8 3 თებერვალი 2018 15:08
    0
    მესი დასვენე ვალო მსოპლიოზე მინდა მაგარ ფორმაში იყოს ესპანიოლს ისედაც მოუგებთ
    Culé [?]
    #7 3 თებერვალი 2018 14:57
    0
    ციტატა: MessiAbuTidze4848
    |შტეგენი
    სემედუ-პიკე-მინა-დინი
    --ბუსკეცი-
    გომეში-კოუტინიო
    პაულინიო
    ალკასერი-მესი

    პიკე დასვას ჯობსს და უმოტო ატამაშოს ტრამვა ქონდა დდი ხანია დასვენებულია :D
    Culé [?]
    #6 3 თებერვალი 2018 14:56
    0
    |შტეგენი
    სემედუ-პიკე-მინა-დინი
    --ბუსკეცი-
    გომეში-კოუტინიო
    პაულინიო
    ალკასერი-მესი
    Culé [?]
    #5 3 თებერვალი 2018 14:56
    0
    მესსიი რობოტია არ ჭირდება არასდროს დასვენება ? :D
    Culé [?]
    #4 3 თებერვალი 2018 14:53
    0
    ბიჭებო ადმინების არვიცი მარა დემბელე დაბრუნდა ვარჯიშზე
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 3 თებერვალი 2018 14:43
    0
    იმიტონ წავაგეთესპანიოლასთან პირველი თამაში
    kaxikaxi
    სტუმარი [?]
    #2 3 თებერვალი 2018 14:43
    0
    კი როტაცია მართლა საჭიროა და იმედია ვალვედე აზრინ როტაციებს გააკეთებს და არა როტაციას როტაციისთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 თებერვალი 2018 14:41
    0
    არაფერშI არ გვჭIრდება ეგ თამაში, იქ კიდეჩეხვა წავა, ჯობია დაასვენოს უმრავლესობა.