სანჩესი: "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ გასახდელში ვნახე, რომ ლეო მესი ტიროდა
ტიერი ანრისთან ინტერვიუში, "ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ, ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ ხალხის თვალში მხოლოდ ის ჩანს, რომ ფეხბურთელები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ის სირთულეები კი, რომელიც თამაშთანაა დაკავშირებული, შეუმჩნეველი რჩება.
"მართალია, რომ ფეხბურთი ცხოვრების უზრუნველსაყოფად თითქმის ყველაფერს გაძლევს, მაგრამ ყველა ვერ ხედავს იმას, თუ რამდენ უარყოფით მომენტთანაა დაკავშირებული ის. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ხშირად ოჯახის წევრების ნახვა ვერ შეძლო, გამოტოვო ახლობელი ადამიანების დაბადების დღე, საკუთარი შვილის დაბადებაც კი გვიან შეიტყო.
როცა მატჩს წააგებ, ძალიან ცუდ გუნებაზე დგები, შეიძლება იტირო კიდეც. მაგალითად, როცა "ბარსაში" ვთამაშობდი და ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" დავმარცხდით, გასახდელში ვნახე, თუ როგორ ტიროდა ლეო მესი. თუმცა, ხალხის დიდი ნაწილი შენზე ყურადღებას მხოლოდ მაშინ ამახვილებს, როცა ახალ მანქანას იყიდი და ამბობს, რომ უზრუნველად ცხოვრობ". - ციტირებს საჩნესის სიტყვებს Sky Sports.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]