კოუტინიოს პირველი საგოლე გადაცემა "ბარსელონაში"

კოუტინიოს პირველი საგოლე გადაცემა "ბარსელონაში"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში, "ჟირონასთან" მატჩში (6:1), პირველი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კოუტინიომ ლუის სუარესს გაატანინა. Opta-ს ცნობით, კატალონიურ გუნდში 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ეს პირველი ასისტია.

კოუტინიომ, საგოლე გადაცემის გარდა, "ჟირონასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. მის ანგარიშზე "ბარსელონაში" უკვე 2 გოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 25 თებერვალი 2018 02:04
    0
    ნეტავ ლიგაზეც შეეძლოს თამაში