კოუტინიოსა და სუარესის შესანიშნავი ურთიერთგაგება
ლუის სუარესსა და ფილიპე კოუტინიოს რომ მოედანზე ერთმანეთის განსაკუთრებულად ესმით, ეს "ჟირონასთან" გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს ფეხბურთელები "ლივერპულში" თამაშობდნენ, მერსისაიდელთა მაისურით სადებიუტო გოლი ბრაზილიელმა სწორედ ურუგვაელის პასით გაიტანა.
იგივე განმეორდა "ბარსელონაშიც" - ესპანეთის თასზე, "ვალენსიასთან", კოუტინიომ კატალონიელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და ეს სუარესის პასით გააკეთა.
პრიმერას 25-ე ტურში, "ჟირონას" წინააღმდეგ, კოუტინიომ, "ბარსელონას" ფორმით, პირველი შედეგიანი გადაცემა გააკეთა, როდესაც მან ლუის სუარესს გაატანინა. იმავე შეხვედრაში, ბრაზილიელმა თავადაც გაიტანა და რა თქმა უნდა, ურუგვაელის პასით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]