"ბარსელონა"–"ვილიარეალი", ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა"–"ვილიარეალი", ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინდელი მოგებული მატჩის შემდეგ, კატალონიელთა კაპიტანი კარლეს პუიოლი ალბათ ყველაზე ბედნიერი იყო. "ვილიარეალთან" მატჩი კარლეს პუიოლისთის მე–500 იყო "ბლაუგრანას" მაისურით:

პუიოლი: "ეს ჩემი კარიერის მხოლოდ ნახევარია," გაიხუმრა კარლესმა." "ვილიარეალი" ერთ–ერთი იმ გუნდთაგანია ვისთანაც თამაში ყოველთვის გვიჭირს. მათთან თამაშის დროს ყოველთვის ბოლომდე დახარჯვა გვიწევს. ჩვენ სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ," განაცხადა პუიოლმა

. პედრო: " იმ დროისთის 2–0 უნდა ყოფილიყო, თუმცა 1–1 გახდა. დელგადო ფერეირამ აშკარა შეცდომა დაუშვა. მან სრული წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაგვითვალა. ამ გადაწყვეტილებამ გული დაგვწყვიტა, თუმცა მსაჯები ხანდახან უშვებენ ხოლმე შეცდომებს, არაფერია გასაკვირი," განაცხადა პედრომ.

ბუსკეტსი: "ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან მაღალი დონის გუნდს. მათ ძალიან უყვართ ბურთის კონტროლი, როგორც ჩვენ. არ შეიძლება არ აღვნიშნო მსაჯის ძალიან დიდი შეცდომა. ასეთ მატჩში ერთი გოლიც ბევრ რამეს წყვეტს."

ინიესტა: " ძალიან კარგი თამაში იყო. იმედია ხალხმა ისიამოვნა, დიდი ფეხბურთის ნახვით. გუნდი სწორ გზად ადგას და ასე გავაგრძელებთ სეზონის ბოლომდე," დაასრულა ინიესტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.