MD: "ბარსელონა" არტურის ტრანსფერს დღეს შეათანხმებს

MD: "ბარსელონა" არტურის ტრანსფერს დღეს შეათანხმებს

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, თითქოს არტურის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩაიშალა, მოლაპარაკებები გრძელდება და Mundo Deportivo-ს ინფორმაციით - წარმატებითაც.

Marca-ს ცნობით, მხარეები თანხის გადახდის დროზე ვერ თანხმდებოდნენ - "ბარსელონას" ტრანსფერის ღირებულების ახალ ფინანსურ წელში გადახდა სურდა, "გრემიოს" კი ახლა. კატალონიური პრესის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. ბრაზილიური კლუბის იურისტი ბარსელონაში რჩება და "გრემიოს" პრეზიდენტისგან საბოლოო დასტურს ელოდება.

წყაროს ცნობით, ყველაფერი, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 8 მარტი 2018 13:41
    0
    მაგარ ფეხბურთს აჩვენებს თუ ვიყიდით კაი იქნება