MD: ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ფიქრობს
Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - კატალონიური წყაროს ცნობით, ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.
თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "ბარსელონაში" ყოფილ თანაგუნდელებსა და სტაფის წევრებს უთხრა, რომ ის კატალონიურ კლუბში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის პსჟ-ში გადასვლას შეცდომად მიიჩნევს და "ბარსელონაში" 2019 წლის ზაფხულში დაბრუნებაზე ფიქრობს.
ნეიმარი "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. ამჟამად, მასსა და კატალონიურ კლუბს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობას. ვრცელდება ცნობები ბრაზილიელის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებაც.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 34 ]