El Mundo: ნეიმარმა "ბარსელონაში" დაბრუნება 5-ჯერ ითხოვა
El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა "ბარსელონას" წარმომადგენლებს 5-ჯერ დაურეკა და კატალონიურ კლუბში დაბრუნება სთხოვა.
ნეიმარი "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" 2017 წლის ზაფხულში, სარეკორდო თანხის, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელმა ეს მალევე ინანა და კატალონიურ კლუბში დაბრუნება მოინდობა. ეს ცნობები არავის არასდროს უარყვია.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ნეიმარის მამამ "ბარსელონას" წარმომადგენლებს უთხრა, რომ მისი შვილი შეცდა, როდესაც პსჟ-ში გადავიდა, ის იმედგაცრუებულია და ჩადენილს ძალიან ნანობს.
"ბარსელონას" ოფიციალური პოზიცია ასეთია - ნეიმარის დაბრუნება გამორიცხული არაა, მაგრამ კლუბი, ამჟამად, ამ საკითხს არ განიხილავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]