ვალვერდე: მეორე ტაიმში ფეხბურთელები უკვე "ჩელსიზე" ფიქრობდნენ

ვალვერდე: მეორე ტაიმში ფეხბურთელები უკვე "ჩელსიზე" ფიქრობდნენ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "მალაგასთან" მატჩი შეაჯამა. 

"სწრაფი გოლი ამ შეხვედრაში გადამწყვეტი იყო, წითელმა ბარათმა კი საქმე კიდევ უფრო გაგვიადვილა. ბრძოლა პირველ ტაიმში დასრულდა, მეორე ნახევარში კი ფეხბურთელები უკვე "ჩელსისთან" დაპირისპირებაზე ფიქრობდნენ. 

დემბელეს კარგი თვისება ის არის, რომ ის ყოველთვის ცდილობს. მისი ადგილი გუნდში ნამდვილად არის. მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რადგან ახალგაზრდაა და ბევრი ტრავმა აქვს მიღებული, თანაც მასზე დიდი ზეწოლაა. "მალაგასთან" თამაში კი მისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. 

"რეალი" კვლავ რჩება ჩვენს მეტოქედ ლა ლიგაში. ეს ასე იქნება, სანამ მათი ჩემპიონობა მათემატიკურად შეუძლებელი იქნება.

ოთხშაბათს, "ჩელსის" ბარიერის დასაძლევად დიდი შრომა მოგვიწევს". - განაცხადა ვალვერდემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    jeqsona
    სტუმარი [?]
    #4 11 მარტი 2018 21:05
    0
    შტეგენი
    რობე.....პიკე.....უმიტიტი.....ალბა
    რაკიტიჩი....ბუსი....ინი
    მესი.....სუარესი....დემბო
    ჩელსისთან გაასწორებდა მარა რად გინდა დააყენებს ვალო 4..4..2ს და უყურე ბურთის გორაობას. გამწვავებაზე რო ვერ მიდიან. relieved relieved
    jaba1001
    სტუმარი [?]
    #3 11 მარტი 2018 13:43
    0
    დემბელეს უდიდესი პლიუსი ის არის, რომ ძალიან სწრაფი არის და ტექნიკაც აქვს, შემდეგ სეზონში უფრო დაიხვეწბა, იმენნა აწამებს მცველებს))
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #2 11 მარტი 2018 13:24
    0
    ციტატა: Messiah
    ძან კაისაც შვებოდნენ :დ

    დემბო სასტსრტოში უნდა იყოს ცხვირიშ

    სასტარტოში არამგონია დააყენოს მაგრამ პირველტაიმში თუ გავიტანეთ მეორეში შეომიყვანს და შეტევაზე გადასულ ჩელსის კონტრშეტევაზე ატრევს რასაცქვია თან სისწრაფე უწყობს ხელს
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 11 მარტი 2018 11:48
    0
    დემბელე მესი სუარეზი რაკიტა ბუსკე და თუ ინი იქნა ინი თუ არადა პაულინიო