პუიოლი: პაულინიოს გაყიდვით "ბარსელონა" ბევრი ფულის გამომუშავებას შეძლებდა
"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუილი მიიჩნევს, რომ კატალონიელები პაულინიოს გაყიდვით კარგად გამომუშავებას შეძლებდნენ, თუ ამის გაკეთებას ახლა გადაწყვეტდნენ.
"პაულინიო - დიდებული მოთამაშეა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ "ბარსელონა" ახლა მას გაყიდდა, მაშინ ბევრი ფულის გამომუშავებას შეძლებდა.
მე ვიცნობდი პაულინიოს, როდესაც ის "ბარსელონაში" მოვიდა. შესაძლოა, როცა ის ჩინეთში თამაშობდა, ზოგიერთი მის შესაძლებლობებში დაეჭვდა, მაგრამ პაულინიო ბრაზილიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. ის პატივისცემას იმსახურებს." - ციტირებს პუიოლს AS.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" პაულინიო ჩინურ "გუანჩჟოუ ევერგრანდიდან", გასულ ზაფხულს, 40 მილიონ ევროდ შეიძინა. კატალონიური კლუბის მაისურით მან 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]