"რომას" განაცხადი "ბარსელონასთან" მატჩისთვის
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრნჩესკომ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც 4 აპრილს "ბარსელონასთან" სათამაშოდ კატალონიის დედაქალაქში გაემგზავრებიან.
განაცხადში მოხვდა რაჯა ნაინგოლანი, რომელსაც ტრავმა აწუხებს. თუმცა, ბელგიელის მონაწილეობის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არაა. საქმე ისაა, რომ დი ფრანჩეკოსმ განაცხადში 21 ფეხბურთელი შეიყვანა, შეხვედრის დაწყებამდე კი ეს სია 18 მოთამაშემდე უნდა შეამციროს.
"რომას" განაცხადი ასე გამოიყურება: ალისონ ბეკერი, ანდრეა რომანიოლი, ლუკას სკორუპსკი; ჟუან ჟეზუსი, ალექსანდრ კოლაროვი, ელიო კაპრადოსი, ფედერიკო ფასიო, ალესანდრო ფლორენცი, ბრუნო პერესი, კოსტას მანოლასი; რაჯა ნაინგოლანი, კევინ სტროტმანი, ლორენცო პელეგრინი, დანიელე დე როსი, მაქსიმ გონალონი, ჟერსონი; დიეგო პეროტი, ედინ ჯეკო, პატრიკ შიკი, გრეგუარ დეფრელი, სტეფან ელ შაარავი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]