გვარდიოლა: ”ჩვენ გამოვიყვანთ საუკეთესო გუნდს”

გვარდიოლა: ”ჩვენ გამოვიყვანთ საუკეთესო გუნდს”

ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ გუნდი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, ”პანათინაიკოს”-თან თამაშზეა ორიენტირებული და დაგვპირდა, რომ გუნდის ფიზიკური სელექცია არ მოხდება მადრიდის ”რეალ”-თან მოახლოებული მატჩის გამო.
გვარდიოლამ ნათლად განაცხადა, რომ ”ჩვენ ჯერ არ ვართ ჯგუფიდან გასულები” და რომ გუნდი იმყოფება რთულ და მომთხოვნ ტურნირში. იმისათვის, რომ მოიპოვონ ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვება საბერძნეთში, მათ უნდა აჩვენონ საუკეთესო თამაში.

კლასიკო დავიწყებულია
გვარდიოლა გუნდის ფიზიკურ სელექციას არ მოახდენს ორშაბათს ”ბარსელონა”-სა და მადრიდის ”რეალ”-ს შორის გასამართი მატჩის გამო: ”ჩვენ მოედანზე გამოვიყვანთ საუკეთესო გუნდს. ჩვენ ჯერ ჯგუფიდან არ გავსულვართ და გვინდა, რომ ჯგუფის ლიდერები გავხდეთ. ”კლასიკო”-ს დავიწყება რთული არ არის, ზუსტად ასე მოვიქეცით გასულ ორ წელს. საკმაოდ დიდი დრო გვაქვს დასვენებისა და სათანადო მომზადებისათვის.”

რისკის იგნორირება
უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს ბერძნული კლუბის მთავარი მწვრთნელის შეცვლა: ”ახალი მენეჯერი ნიშნავს, რომ ”პანათინაიკოსი” არის არაპროგნოზირებადი გუნდი. მე არ ვიცი, როგორ ითამაშებენ ისინი ბატონი ფერეირას ხელმძღვანელობით და ეს დამატებით პრობლემას ქმნის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რეაგირებისთვის. სასურველი იქნებოდა, რომ მქონოდა რაიმე სახის დახასიათება, თუმცა არ მაქვს, ამიტომ უნდა გამოვიყენო ჩემი ინტუიცია.”

ჯგუფიდან გასვლის საჭიროება
”ბარსა”-ს უფროსმა მკაფიოდ განმარტა, რომ მის უკიდურეს პრიორიტეტს წარმოადგენს ”ბარსელონა”-ს გადასვლა ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდში და სასურველია ჯგუფის ლიდერობა, რაც გულისხმობს 1/8 ფინალის განმეორებით მატჩს საკუთარ მოედანზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.