ბრაზილიის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

ბრაზილიის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

E ჯგუფის მესამე ტურში, ერთმანეთს სერბეთის და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ბრაზილიელებს ჯგუფიდან გასვლა ფაქტიურად განაღდებული ჰქონდათ და ეს რომ არ მომხდარიყო, მათ უნდა წაეგოთ, ისევე როგორც პარალელურად კოსტა რიკას შვეიცარიასთან. 

სამხრეთ ამერიკელებმა ანგარიში 36-ე წუთზე, "ბარსელონელების" შესანიშნავი კომბინაციის შედეგად გახსნეს, მეორე ტაიმში კი გოლი ტიაგო სილვამაც გაიტანა. შეხვედრა 2-0 დასრულდა. 

მთავარმა მწვრთნელმა მეორე ნახევარში მოედნიდან კატალონიური გუნდის ორივე მოთამაშე გაიყვანა. 66-ე წუთზე პაულინიო ფერნანდინიომ ჩაანაცვლა, 80-ე წუთზე კი, ფილიპე კოუტინიო - რენატო აუგუსტომ. 

რაც შეეხება მეორე მატჩს, შვეიცარია ორჯერ იგებდა, მაგრამ კოსტარიკელებმა ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს.

შესაბამისად, ბრაზილია პირველ ადგილზე გავიდა, შვეიცარიამ კი მეორე პოზიცია დაიკავა. სამხრეთ ამერიკელები 1/8 ფინალში მექსიკას შეხვდებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 28 ივნისი 2018 10:45
    0
    კოუს და პაულ ყოჩაღ
    mambito777
    სტუმარი [?]
    #3 28 ივნისი 2018 09:20
    0
    ციტატა: ირაკლი გოგიაშვილი
    ციტატა: ani-barca10
    ნეტა იყიდონ ერიქსენი ეგ და კოუტინიო მაგარი მეპასეები და დამრტყმელები გვეყოლება

    Koutinio rogor unda iyidon chven gundshia

    ციტატა: M10 S9 D11
    კოუუ შე კლასნოოოო რა პასი გაუკეთა პაულინისო რა პასიიიი

    Abaaa

    ერიქსენი იყიდონო :)
    Barcelona2006
    სტუმარი [?]
    #2 28 ივნისი 2018 02:25
    0
    ციტატა: Bola
    არ მომეწონა რა ეს გადანაწილება.. საფრანგეთი არგენტინა ბრაზილია ურუგვაი პორტუგალია და ინგლისი ბელგიიდან რომელიმე ერთ მხარეს მოხვდნენ.. იქეთ მარტო ესპანეთია.

    როგორც ევროპაზე იყო ყველა ერთ მხარეს და იქეთ პორტუგალია :)))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ივნისი 2018 01:05
    0
    არ მომეწონა რა ეს გადანაწილება.. საფრანგეთი არგენტინა ბრაზილია ურუგვაი პორტუგალია და ინგლისი ბელგიიდან რომელიმე ერთ მხარეს მოხვდნენ.. იქეთ მარტო ესპანეთია.