ბრაზილიის ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები F ჯგუფის მეორეადგილოსან მექსიკას დაუპირისპირდა. სამხრეთ ამერიკელებმა მატჩი 2-0 მოიგეს. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში, 51-ე წუთზე ნეიმარმა გახსნა, 88-ე წუთზე კი ცვლილებაზე გამოსულმა რობერტო ფირმინომ სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ფილიპე კოუტინიო და პაულინიო სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ორივე მათგანმა მოედანი თამაშის მეორე ნახევარში დატოვა.
1/4 ფინალში ბრაზილიის მეტოქის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება. ტომას ვერმალენის ბელგია იაპონიას შეხვდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]