მასკერანო:"იმედია გასული წლების შედეგს გავიმეორებთ"
ესპანეთში არ წყდება კომენტარები მომავალი "ელ კლასიკოს" თემაზე, რომელიც ორშაბათს, ჩვენი დროთ 23:55 წუთზე გაიმართება. ამჯერად მასზე თავისი აზრი გამოთქვა, "ბარსელონას" არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გასული ოთხი "კლასიკოს" შედეგს გავიმეორებთ და ამჯერადაც დავამარცხებთ მადრიდის "რეალს". მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი ქულა არ არის ჩემპიონობისათვის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად და ამ შეხვედრის შემდეგაც ისე გავარგრძელოთ ბრძოლა, როგორც აქამდე."-ციტირებს მასკერანოს სიტყვებს არგენტინის ნაკრების ოფიციალური საიტი.
ამის გარდა, ნახევარმცველმა დასძინა: "ბოლო ორი თამაში მე ვითამაშე პირველივე წუთებიდან, რაც ბუსკეტსის არყოფნით იყო გამოწვეული. ის არის შესანიშნავი ფეხბურთელი და მე როდესაც მის მაგივრად მოედანზე ვთამაშობ, ვალდებული ვარ, რომ რასაც ის აკეთებს იგივე შევასრულო."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]