ჟორდი ალბა: ნაკრების მიღმა დარჩენას არ ველოდი
"ბარსელონას" ესპანელმა მცველმა, ჟორდი ალბამ, "უესკასთან" მატჩის (8:2) შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და იმ ვერსიაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მან გატანილი გოლი უცნაურად ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გამო აღნიშნა.
"ნაკრებს მიღმა დარჩენას არ ველოდი. თუმცა, ენრიკეს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
გატანილი გოლი ჩემს ვაჟს მივუძღვენი. ჩემი შვილი ცხოვრებას მიხალისებს. გატანილი გოლის შემდეგ შინ დაბრუნება ჩემს ოჯახს აბედნიერებს.
ენრიკეს ჩემთვის არ დაურეკავს. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ იმის მიუხედავად, მომწონს ის, თუ არა.
ენრიკესთან არანაირი პირადი პრობლემა არ მაქვს. მასზე ცუდად არასდროს მისაუბრია.
თუ კლუბში ყველაფერს კარგად გავაკეთებ, საბოლოოდ, ყველაფერი გამოსწორდება. შერჩეული ფეხბურთელები უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან და მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ტიტულს მოვიგებთ, "რეალი" კი ვერცერთს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]