"ტოტენჰემი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ
"ბარსელონას" დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.
"მეტოქე გუნდის მწვრთნელი საუკეთესო "ბარსელონას" ელის, მე კი - საუკეთესო "ტოტენჰემს".
ვიცი, რომ "ტოტენჰემს" რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მაგრამ ლონდონელები, შეტევაშიც და თავდასხმაშიც, კვლავ თავდაუზოგავად იმუშავებენ. "ტოტენჰემი" ძლიერი გუნდია. წინ რთული და სანახაობრივი თამაში გველის.
ჩემი ურთიერთობა მაურისიო პოჩეტინოსთან? ჩვენ მთავარი მწვრთნელები ვართ. ერთმანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუპირისპირდით. მე მას უბრალოდ პატივს ვცემ.
ბოლოდროინდელი შედეგები? უკანასკნელ შედეგებზე მეკითხებით, თუ საბოლოო შედეგებზე? გახსოვდეთ, რომ წინა სეზონშიც ზედიზედ მოვიგეთ მატჩები. ეს ადრეც გაგვიკეთებია. ცუდი შედეგები კი ან ჩვენი ცუდი თამაშის ბრალია, ან მეტოქეების სიძლიერის.
ცუდი კვირა გვქონდა და რამდენიმე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ. დარწმუნებული ვარ, რომ "ტოტენჰემთან" ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან.
ჩვენი მიზანი ყოველთვის თამაშის მოგებაა. ამას ზოგჯერ ვახერხებთ, ზოგჯერ - ვერა.
სუარესთან საუბარი? არა მგონია, სუარესმა არ იცოდეს, რომ მან გოლი უნდა გაიტანოს. როდესაც შანსი მიეცემა, ის ამას გამოიყენებს. სუარესს, უბრალოდ, უნდა გაუმართლოს. ჩემი გამოცდილებით, ლუისი "ბარსელონას" საკვანძო ფეხბურთელია.
ეჭვგარეშეა, რომ "უემბლი" ცუდი კვირის დავიწყების საუკეთესო ადგილია.
სტუმრად თამაში გვიჭირს. ეს გაცნობიერებული გვაქვს.
ჰარი კეინი? ხვალ მის საუკეთესო ფორმაში ყოფნას ველით."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]