ერნესტო ვალვერდე "ლევანტესთან" მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ლევანტესთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, უშუალოდ თამაშის გარდა, სხვა თემებზეც ისაუბრა.
"იმედი მაქვს, სტადიონზე კარგი ატმოსფერო იქნება და გულშემატკივარი რთულ დროს დაგვეხმარება. ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით.
როტაცია შესაძლებლობაა. გასულ წელს მას ვიყენებდით, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ეს უნდა გვახსოვდეს.
ახალი თავდამსხმელი? თუ არავის შევიძენთ, არსებული შემადგენლობით თამაშს განვაგრძობთ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი, ჩვენთვის, კვლავ ღიაა.
კლუბის ხელმძღვანელობისადმი ჩემი მესიჯი არსებული შემადგენლობის გაძლიერებაა. მიგვაჩნია, რომ მეტი შეგვიძლია.
ითამაშებს თუ არა მესი? ამის ახლა თქმას არ ვაპირებ.
დე იონგი? არ ვიცი, სად ითამაშებს ის მომავალში. ახლა ის "აიაქსის" ფეხბურთელია. მასთან არ მისაუბრია.
კონტრაქტის გახანგრძლივება? როდესაც რამე სათქმელი გვექნება, გეტყვით. მოდით, ნუ ვიჩქარებთ.
ხვალაც და კვირასაც თამაშები გვაქვს. ამაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ხვალინდელი თამაშიც მნიშვნელოვანია. ამ თამაშის მოგებას ვაპირებთ.
გუნდში ჰარმონიული სიტუაციაა.
ითამაშებენ თუ არა "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელები? წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის. კარს არავისთვის ვხურავ. ვარჯიშს დაველოდები.
თამაშის საკუთარ კედლებში გამართვა უპირატესობაა. გულშემატკივრები გვაძლიერებენ.
მეტოქე ეცდება მაღალი პრესინგი ითამაშოს. სწორედ ასე მოხდა წინა შეხვედრაში. "ლევანტეს" მოგება სურს.
კმაყოფილი ვარ თუ არა ტრანსფერებით? რა თქმა უნდა. მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]