ახალგაზრდულ ლიგაზე "ბარსამ" პსვ ვერ დაამარცხა
უფროსების შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჰოლანდიაში ერთმანეთს პსვ-ს და "ბარსელონას" 19 წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ.
მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. "ბარსელონამ" ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა - თავი ანსუმანე ფატიმ გამოიჩინა, თუმცა ამ უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოხერხდა. 74-ე წუთზე, იორბე ვერტესენმა გაათანაბრა. მატჩის ბოლოს, "ეინდჰოვენი" 10 მოთამაშით დარჩა, როცა მცველმა რიკო ზეგერსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
"ბარსა" ჯგუფში პირველ ადგილზეა. კატალონიელებს 5 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვთ. მეორე ადგილზე "ტოტენჰემია" 6 ქულით. პსვ-ს 5 ქულა აქვს, "ინტერს" კი - 4.
მომდევნო ტურში, დენის სილვა პუჩის გუნდი "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]